მთავარი გვერდი ჩვენს შესახებ პუბლიკაციები სიახლეები პარტნიორები გალერეა კონტაქტი
ცხელი ხაზი

 

საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში დარეკეთ 112 ან 224 04 07

 

 

 


როგორ მოვიქცეთ სახიფათო ნარჩენის აღმოჩენის შემთხვევაში

 

- სასწაფოდ მოსცილდით საფრთხის აღმოჩენის ადგილს არანაკლებ 150 მ  (ბალონის აღმოჩენის შემთხვევაში), ან 500 მ (კონტეინერის აღმოჩენის შემთხვევაში) მანძილით. ამ დროს უნდა იმოძრაოთ ქარის მიმართულების საწინააღმდგოდ, ან მის პერპენდიკულარულად და მოერიდოთ ჩაღრმავებულ ადგილებს

 

 

- შენობას თუ ვერ ტოვებთ, ადით ყველაზე მაღალ სართულზე და ჩარაზეთ  ყველა კარი და ფანჯარა

 

 

 - სასუნთქი გზების დასაცავად გამოიყენეთ წყლით ან სოდის ხსნარით დასველებული პირბადე

 

 

- უსაფრთხო ადგილზე მისვლისთანავე, შეძლებისდაგვარად, მოიცილეთ ქლორით დაბინძურებული ტანსაცმელი და დარეკეთ 112-ზე

 

 

ვადაგასული და ხმარებიდან გამოსული ქიმიური ნივთიერებების და მასალების  აღმოჩენის შემთხვევაში, მიზანშეწონილია:

 

- თავი შეიკავოთ აღმოჩენილ ნივთიერებებთან და მასალებთან უშუალო კონტაქტისაგან

 

 

- შეძლებისდაგვარად, მონიშნოთ საფრთხის აღმოჩენის ადგილი და შეზღუდოთ სხვა პირების მიახლოება საფრთხესთან

 

 

- დაუყოვნებლივ შეატყობინოთ აღმოჩენილი საფრთხის შესახებ დაწესებულების ადმინისტრაციას და დარეკოთ 112–ზე

 

 

 

- საჭიროების შემთხვევაში დაელოდოთ კომპეტენტური სამსახურების წარმომადგენლების მოსვლას