მთავარი გვერდი ჩვენს შესახებ პუბლიკაციები სიახლეები პარტნიორები გალერეა კონტაქტი
ჩვენს შესახებ

ორგანიზაცია „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შეიქმნა სხვადასხვა სფეროში მომუშავე მეცნიერთა, პროფესიონალთა, გარემოს დაცვის აქტივისტთა და მოხალისეთა გაერთიანების ბაზაზე, რომელიც 2008/2009 წლებიდან მოყოლებული აქტიურად იყო ჩართული გარემოსდაცვით საქმიანობაში. მათი საქმიანობა საწყის ეტაპზე ძირითადად დაკავშირებული იყო საშიში ქიმიური ნივთიერებების გარემოში არასანქციონირებული გავრცელების თავიდან აცილებასა და ქმედითი საპასუხო ზომების მიღებასთან, მთლიანად საქართველოში ექსტრემალურად დაბინძურებული ტერიტორიების („ცხელი წერტილების“) იდენტიფიკაციასთან.

 

 

2014 წლის 6 ივნისს ორგანიზაცია დარეგისტრირდა როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“.  

 

 

მისია

 

ჩვენი მისია არის:

  • სუფთა გარემოს შენარჩუნება
  • სამეურნეო საქმიანობის გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება
  • ეკოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა და განვითარება
  • ფართო საზოგადოების ინფორმირება ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი რეგულირებების ევროპული სტანდარტების თაობაზე
  • მოსახლეობის საერთო ეკოლოგიური კულტურის და ყოფითი ჩვევების ამაღლებაზე ზრუნვა
  • გარემოსდაცვითი ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების ორგანიზება
  • ნარჩენების შემცირების, სეპარაციის, მართვის და ეკოლოგიური რეციკლირების განვითარების ხელშეწყობა

 

 

მიმდინარე პროექტის შესახებ 

 

2014 წლის ივნისის მემორნდუმის საფუძველზე ჩამოყალიბდა არასამთავრობო ორგანიზაციების კონსორციუმი, რომლის შემადგენლობაში შედიან "ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა",  „საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“. კონსორციუმი ახორციელებს პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.  

 

 

 

პროექტის მიზნები

 

პროექტის მთავარი მიზანია გარემოს დაცვა და მასზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შემცირება ნარჩენების მართვის გაუმჯობესების და  მოსახლეობის პასუხისმგებლობის გაღრმავების გზით.

 

„ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შეასრულებს პროექტის იმ ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის, ბიზნეს სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ზრდას სახიფათო ნარჩენების საერთო რაოდენობისა და მათ მიერ გამოწვეული დაბინძურების მკვეთრი შემცირების მიზნით. მისი საქმიანობის ძირითადი ფორმებია:

 

·         საქართველოში არსებული საშიში ნარჩენების აღრიცხვა (სკოლებსა და დაწესებულებების მოძველებულ ლაბორატორიებში თავმოყრილი ქიმიკატები და ქლორის ძველი რეზერვუარები)

 

·         საშიში ნარჩენების რუკის შექმნა, რომელზეც მითითებულია ქიმიკატის საორიენტაციო რაოდენობა და ტიპი

 

·         ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სათანადო დაწესებულებებისთვის სასწრაფო  სამოქმედო გეგმების მომზადება, საშიშროების მაღალი რისკის შემცველი ნივთიერებების შესამცირებლად

 

·         სამოქმედო გეგმების შექმნისა და დანერგვის ხელშეწყობა ტრენინგების, გამაფრთხილებებლი შენიშვნების და რეკომენდაციების გზით

 

·         მუნიციპალიტეტებისთვის გამაფრთხილებელი რეკომენდაციების მომზადება საშუალო და დაბალი რისკის შემცველი საფრთხეების შესარბილებლად

 

·         სკოლების და დაწესებულებების ლაბორატორიებისა და მუნიციპალიტეტებისთვის საშიში ნარჩენების მართვის სახელმძღვანელოების/რეკომენდაციების მომზადება,  რომლებიც მოიცავს ქიმიკატების ტრანსპორტირებას, დასაწყობებას და გამოყენებას

 

·      რისკების პრიორიტიზაცია და სახელმძღვანელოების/რეკომენდაციების მომზადება საქართველოში თავმოყრილი ქლორის რეზერვუარების შემდგომი უსაფრთხო განთავსებისათვის

 

·      აღრიცხვის მონაცემების წარდგენა მოკლევადიანი და გრელვადიანი ქმედებების განსაზღვრისა და  პრიორიტიზაციისთვის

 

·      საშიში ნარჩენების მართვის  პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინფორმირება შეგროვებული მონაცემების და მასალების შესახებ

 

·         შესაბამისი სამინისტროებისთვის გამაფრთხილებელი რეკომენდაციების მომზადება

 

·          ხელისუფლების ოფიციალურ პირთათვის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის  უსაფრთხოების მიზნით საშიში ნარჩენების შემცირებაზე, პრევენციული ღონისძიებების ჩატარებაზე და ეფექტური კომუნიკაციის საშუალებებზე სემინარების (ვორქშოფების) ჩატარება (ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე)

 

·         ლაბორატორიის პერსონალის და  სტუდენტების ტრენინგი საშიში ნარჩენების ლაბორატორიის ქიმიკატების უსაფრთხო მართვის და დასაწყობებული ნარჩენების შემცირებისა და გარემოს დაცვის მიზნით

 

·       საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება საშიში ნარჩენების არსებობაზე განსაკუთრებით საშიში მოძველებული ლაბორატორიების ქიმიკატებზე, ქლორის ძველ რეზერვუარებზე და დაცვის აუცილებელ ღონისძიებებზე

 

·         აღრიცხვის შედეგების შეტყობინება (მონაცემთა ანალიზი, რისკების შეფასება, დასკვნები, საბოლოოდ გასატარებელი სასწრაფო და გრძელვადიანი ღონისძიებები)  საზოგადოებისთვის და შესაბამისი უწყებებისთვის

 

·         მასალების მიწოდება და ინფორმირება საშიში ნარჩენების შემცირებასა და მის გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე

 

·         საშიში ნარჩენების შემცირებასა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ სატელევიზიო პროგრამების მომზადება

 

·         საწვრთნელი და გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარება

 

·         სახელმძღვანელოს და სხვა საგანმანათლებლო/სააგიტაციო მასალების მომზადება

 

·         სხვა ანალოგიური სამუშაო

 

თანაბარი ყურადღება დაეთმობა სამიზნე აუდიტორიის ოთხივე სექტორს: სახელმწიფო სტრუქტურებს, მუნიციპალურ დაწესებულებებს, ბიზნეს–სექტორს (განსაკუთრებით - სამრეწველო წარმოებას) და სამოქალაქო საზოგადოებრივ გაერთიანებებს.