მთავარი გვერდი ჩვენს შესახებ პუბლიკაციები სიახლეები პარტნიორები გალერეა კონტაქტი
30-11-2018
ტრენინგი გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ქიმიის პედაგოგებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის

2018 წლის 30 ნოემბერს, პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, ქ. გორის N4 საჯარო სკოლაში, გორის მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლების ქიმიის პედაგოგებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „საჯარო სკოლებში არსებული ვადაგასული ქიმიური ნარჩენების/რეაქტივების უტილიზაციის ინსტრუმენტებისა და მეთოდების გაცნობა“.
 

ტრენინგს ესწრებოდნენ ქ.გორის  მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლების ქიმიის პედაგოგები, ქიმიის ლაბორატორიის პერსონალი და სხვა დაინტერესებული პირები. ტრენინგის მიზანი იყო ქიმიის პედაგოგებისა და ლაბორატორიული პერსონალის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება, ვადაგასული და  ხმარებიდან ამოღებული ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების უტილიზაციის ინსტრუმენტებსა და მეთოდებში. გარდა ამისა გაიმართა სასწავლო-სადემონსტრაციო ვიდეორგოლების ჩვენება და მასალების წარდგენა.

 

დამსწრე საზოგადოებას დაურიგდა პროექტის ფარგლებში გამოცემული ბროშურები: „ქიმიური რეაქტივები და ნარჩენები სკოლებში“ და „სკოლებში ქიმიური ნარჩენების უტილიზაციის ძირითადი მეთოდები“, სადაც აღწერილია სასკოლო ლაბორატორიაში არსებულ ქიმიურ რეაქტივებთან და ნარჩენებთან მუშაობის უსაფრთხოების წესები და ასევე მოცემულია ქიმიური რეაქტივების ნარჩენების მართვის სტრატებია და მათი უტილიზაციის მეთოდები.  გარდა ამისა, მათ გადაეცათ პროექტის ფარგლებში მომზადებული სასწავლო-სადემონსტრაციო ვიდეორგოლების ჩანაწერები და ვიდეოპრეზენტაციები.