მთავარი გვერდი ჩვენს შესახებ პუბლიკაციები სიახლეები პარტნიორები გალერეა კონტაქტი
10-04-2017
სახიფათო ნარჩენების მართვის სახელმძღვანელო / ნაწილი I

პუბლიკაციაში მოცემულია ინფორმაცია სკოლებში არსებული ქიმიური ნივთიერებების მართვის (აღრიცხვა, დასაწყობება, უსაფრთხო მოპყრობა, სათანადო წესით დასაწყობება, ტრანსპორტირებისთვის მომზადება და ა.შ.) აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშესაწყობად საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

სახელმძღვანელოში მოყვანილი მასალა დაეხმარება სასწავლო დაწესებულებებს არსებული ვადაგასული  და ხმარებიდან ამოღებული ქიმიური ნივთიერებების ინვენტარიზაციის (იდენტიფიკაცია და აღრიცხვა) და მართვის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროგრამის (გეგმის) შედგენაში, დანერგვაში და განხორციელებაში, რაც საფუძვლად დაედება მომავალში დაუდგენელი შემადგენლობის, არასაჭირო, საფრთხის შემცველი ქიმიური რეაქტივების და მასალების უსაფრთხო დასაწყობებაში, გატანაში და უტილიზაციაში.