მთავარი გვერდი ჩვენს შესახებ პუბლიკაციები სიახლეები პარტნიორები გალერეა კონტაქტი
23-10-2017
ნარჩენები და ბიორემედიაცია

ორგანიზაციამეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვაპროექტის „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III” ფარგლებში გამოსცა მორიგი სახელმძღვანელო,არჩენები და ბიორემედიაცია“, რომელიც ეხება ანთროპოგენული წარმოშობის  ერთ-ერთი ტოქსიკანტით - ქლორით და მისი ნაერთებით ბიოსფეროს დაბინძურების პრობლემას. ბროშურაში  განხილულია ქლორის როგორც სასარგებლო თვისებები, ასევე-ის პოტენციური საფრთხეები, რაც შეიძლება დაემუქროს  ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს  გარემომცველ სამყაროში მისი გაჟონვის შემთხვევაში.

 

ბროშურის მიზანია, აგრეთვე, სკოლებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის  ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება  ვადაგასული და ხმარებიდან ამოღებული, არასაჭირო ქიმიური ნივთიერებების  უსაფრთხო გატანისა და უტილიზაციის აუცილებლობის შესახებ.

 

პუბლიკაციის მეორე ნაწილში განხილულია ეკოლოგიური კრიზისის  დაძლევის  თანამედროვე პერსპექტივები - ტოქსიკანტებით დაბინძურებული წყლის, ჰაერისა და ნიადაგის გაწმენდის ეკონომიურად მომგებიანი და ეკოლოგიურად უსაფრთხო ბიოტექნოლოგიები.