მთავარი გვერდი ჩვენს შესახებ პუბლიკაციები სიახლეები პარტნიორები გალერეა კონტაქტი
15-01-2018
სახიფათო ნარჩენების მართვის სახელმძღვანელო - ნაწილი II

ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება დანარჩენების მართვა“ გამოსცა "სახიფათო ნარჩენების მართვის სახელმძღვანელო" ნაწილი II. სახელმძღვანელო  მომზადებულია პროექტის  „დავასუფთავოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში,  რომელშიც ასახულია საქართველოში უკონტროლოდ მიტოვებული ქლორის რეზერვუარებით გამოწვეული რისკი და მათი შემდგომი უსაფრთხო განთავსების გზები.

აღნიშნული პუბლიკაცია მიზნად ისახავს როგორც სპეციალისტების, ასევე ფართო საზოგდოებისთვის მისაწვდომი ფორმით გაავრცელოს აუცილებელი ინფორმაცია ქლორის უკონტროლოდ მიტოვებული კონტეინერებით და ბალონებით განპირობებული უბედური შემთხვევების ძირითადი გამომწვევი მიზეზების შესახებ. დაწვრილებით არის მოცემული განვითარებული (აშშ, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი) და პოსტსაბჭოური (საქართველო, რუსეთის ფედერაცია) ქვეყნების გამოცდილება ქლორით გამოწვეული საფრთხეების ლიკვიდაციის სფეროში. დასაბუთებულია საქართველოში თანამედროვე, განვითარებული ქვეყნების მაგალითზე ორიენტირებული მწყობრი სისტემის შექმნის აუცილებლობა.