მთავარი გვერდი ჩვენს შესახებ პუბლიკაციები სიახლეები პარტნიორები გალერეა კონტაქტი
14-12-2018
ტრენინგი ქ.ბათუმის საჯარო სკოლების ქიმიის პედაგოგებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის

არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, 2018 წლის 14 დეკემბერს პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში, აჭარის განათლების ფონდში, ქ.ბათუმის საჯარო სკოლების ქიმიის პედაგოგებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „საჯარო სკოლებში არსებული ვადაგასული ქიმიური ნარჩენების/რეაქტივების უტილიზაციის ინსტრუმენტებისა და მეთოდების გაცნობა“. ტრენინგს ესწრებოდნენ ქ.ბათუმის საჯარო სკოლების ქიმიის პედაგოგები, ქიმიის ლაბორატორიის პერსონალი და სხვა დაინტერესებული პირები.

 

ტრენინგის მიზანი იყო ქიმიის პედაგოგებისა და ლაბორატორიული პერსონალის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება, ვადაგასული და  ხმარებიდან ამოღებული ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების უტილიზაციის ინსტრუმენტებსა და მეთოდებში. გარდა ამისა გაიმართა სასწავლო-სადემონსტრაციო ვიდეორგოლების ჩვენება და მასალების წარდგენა.

 

დამსწრე საზოგადოებას დაურიგდა პროექტის ფარგლებში გამოცემული ბროშურები: „ქიმიური რეაქტივები და ნარჩენები სკოლებში“ და „სკოლებში ქიმიური ნარჩენების უტილიზაციის ძირითადი მეთოდები“, სადაც აღწერილია სასკოლო ლაბორატორიაში არსებულ ქიმიურ რეაქტივებთან და ნარჩენებთან მუშაობის უსაფრთხოების წესები და ასევე მოცემულია ქიმიური რეაქტივების ნარჩენების მართვის სტრატეგია და მათი უტილიზაციის მეთოდები.  გარდა ამისა, მათ გადაეცათ პროექტის ფარგლებში მომზადებული სასწავლო-სადემონსტრაციო ვიდეორგოლების ჩანაწერები და ვიდეოპრეზენტაციები.